|
2016-09-13 11:57:24, 753 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა გამართა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. „სისწრაფე გვახასიათებს გურულებს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ერთად გადავალთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე, რაც მოგვიტანს მეტ კეთილდღეობას, გზას გაუხსნის მომავალ თაობას“, - აღნიშნა თალაკვაძემ. დეპუტატობის კანდიდატმა სოციალურ და ეკონომიკურ პროცესში ქალთა მონაწილებაზეც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე გაამხვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ იგეგმება საპენსიო რეფორმა, თუმცა ეს არ ნიშნავს პენსიონერების სახლში უქმად ყოფნას. „მათი გამოცდილება ჩვენ ისევ გვჭირდება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც პენსიონერთა დასაქმებას ითვალისწინებს", - აღნიშნა თალაკვაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)