|
2016-09-12 18:06:00, 744 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები ისრაელისახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შაბთაი ცურიმ გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ, კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ეკონომიკური, მათ შორის ბიზნეს-სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებისპერსპექტივა განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნისპარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. თავის მხრივ, შაბთაი ცურიმ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევიმხარდაჭერა. ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)