|
2016-09-12 13:12:18, 804 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანისა და სოფელ შაშიანის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანში, დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანისა და სოფელ შაშიანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მაჟორიტარების კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება უმუშევრობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა. დავით სონღულაშვილი მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. „გურჯაანს ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. ოცდამეერთე საუკუნეში აღარ უნდა იდგეს გზების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. ჩემი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ეს საკითხები. მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ ყველა პრობლემის გადაჭრაზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)