|
2016-09-10 13:31:23, 928 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების- ტყარშეტი, ვარდისუბანი, სიონი, გარბანი, არშა, აჩხოტი, ჯუთა, კარკუჩა, ახალციხე, სნო, ფანშეტი, გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშესა და გორისციხეს მაცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საპროგრამო დაპირება გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენს პრიორიტეტს ძლიერი სოფლის არსებობა წარმოადგენს, რომლის დადასტურებაა „მთის განვითარების კანონი“. უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის უპირატესობა, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს. სოფლის მეურნეობის დარგებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება როგორც მოხევეთა დასაქმებას, ასევე, საერთო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, დარიალის გვირაბის მშენებლობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის მდგრადობას. ტრანსპორტი 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოდ გადაადგილდება სამხრეთიდან ჩრდილოეთის და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“ , -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)