|
2016-09-10 13:26:32, 607 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზეც ისაუბრა. “მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია”, - აღნიშნა თალაკვაძემ. განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელება, ტურიზმის განვითარება, დასაქმება, ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში, - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც კანდიდატმა კონჭკათელებთან ვრცლად ისაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)