|
2016-09-10 10:08:29, 624 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე
უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან ამბიციურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 56-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ახალ დღის წესრიგს, 2017-2020 წლებისთვის და ამ დღის წესრიგისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ასოცირების ამჟამინდელი დღის წესრიგის მოქმედების ვადა იწურება და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, არის ძალიან ამბიციური. ჩვენ ვგეგმავთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების განხორციელებას და რეფორმების გატარებას, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს, რაც არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური არჩევანი და ვთვლით, რომ ეს გზა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას. ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ განსაზღვრეს სხვადასხვა რეფერენდუმებსა თუ გამოკითხვებში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერი სხდომაზევე გამოეხმაურა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს. “გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში გატარებული რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძების მომზადებაში. უმაღლეს დონეზე მომზადდა და ჩატარდა ეს ღონისძიება. უკლებლივ ყველა სტუმარმა და ბატონმა სტოლტენბერგმა გააკეთეს უმნიშვნელოვანესი განცხადებები და დაადასტურეს შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პრაქტიკური მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს ერთის მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობის შექმნის გზით ხელს შეუწყობს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)