10:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 14:54:58, 1826 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისში კიდევ ერთი „მაკდონალდსი“ გაიხსნება

 ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი სწრაფი კვების რესტორანი აშენდება, რისთვისაც  შპს „თ და კ რესტორნები“ 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორანში სულ მცირე 40 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „თ და კ რესტორნებს“  ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, N1, თბილისის ქუჩა N1-ში მდებარე 1416.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად  საკუთრებაში გადასცა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics