|
2016-09-07 12:16:25, 1317 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს
საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად კახაბერ (კახა) კიკნაველიძე დაინიშნა. კიკნაველიძე აღნიშნულ თანამდებობაზე მურთაზ კიკორიას შეცვლის, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს. „მურთაზი 2008 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში. საქართველოს ბანკის გუნდი დიდ მადლობას უხდის მურთაზს მისი ღვაწლისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში:, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. კახაბერ კიკნაველიძემ კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში. „2008 წლიდან დღემდე, კახა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე, კახა ასევე იყო საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“, საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანიის, სამეთვალყურე საბჭოს წევრი. კახა ლონდონში არსებული ინვესტიციების მართვის კომპანიის „რიონი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამ პოზიციას კახა დატოვებს 2016 წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ბანკში. „მინდა მადლობა გადავუხადო მურთაზს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან ჯგუფის განვითარებაში შეიტანა მას მერე რაც შემოუერთდა ჩვენს გუნდს 2008 წელს, მათ შორის ჯანდაცვის ბიზნესის გენერალური დირექტორის რანგში 2012-2014 წლებში და სულ ბოლოს, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მურთაზს მის შემდგომ საქმიანობაში. აქვე, მსურს მივულოცო კახას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნა. კახა საქართველოს ბანკს საინტერესო დროს უერთდება, როდესაც ბანკს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს წარმატებით მიღწეული ზრდა და კიდევ უფრო განავითაროს მისი საცალო და კორპორატიული საბანკო მომსახურება. მე დიდი ხანია ვიცნობ კახას და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას მისთვის ახალ პოზიციაზე“, - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დანიშვნისას, კახა კიკნაველიძემ განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა მოღვაწეობა გავაგრძელო ბანკში, აღმასრულებელ როლში. ვთვლი, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“, რომლის წევრიცაა საქართველოს ბანკი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართული ორგანიზაციაა და ჩემთვის პატივია შევუერთდე მის მმართველ გუნდს და ბანკი განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. საქართველოს ბანკს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში, განვითარების ბევრი შესაძლებლობა აქვს და მე მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჯგუფის სამეთვალყურე საბჭოსთან, „ბიჯეო ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვისა და ჩვენი ყველა სტრატეგიული პრიორიტეტის განხორციელებისთვის“.
(R)
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)