21:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 21:31:59, 852 ნახვა

საზოგადოება
მღებრიშვილი: ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს

ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებთან დაკვშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ნუ ეცდებიან პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას. 

"ჩვენ წინ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის,  რომ წინასაარჩვენო კამპანიის პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, მაგრამ როგორც შს მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას, ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას",-აღნიშნა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დაუშვებს პროვოკაციის მცდელობას.

"პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს მთელი შემადგენლობა  არ დავუშვებთ პროვოკაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. შს სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძლებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის  და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics