|
2016-09-06 21:29:30, 869 ნახვა
საზოგადოება
„კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებთან დაკვშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოხდეს კეთლისინდისერი სამართალდამცაველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საფრთოხების ხარისხზე. "ჩვენ სისტემაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს. მათი აბსულუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უსაფრთოხების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მაიყენებთ ჩრდილს ამ ინსტიტუს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ, კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)