21:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 18:00:29, 777 ნახვა

საზოგადოება
„Agile Spirit 2016"-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიისთვის ღია კარის დღე გაიმართება

ხვალ, 7 სექტემბერს, 14:00 საათზე, ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016"-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. 

ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ, სადაც ქვეითები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია იქნება მიზიდული. 

საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს ადგილზე  საშუალება ექნებათ მრავალეროვნულ სწავლება "Agile Spirit 2016"-ში მონაწილე ყველა სახის სამხედრო ტექნიკა პირადად დაათვალიერონ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics