17:07 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 16:51:44, 1034 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი მხეიძე:ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის 48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი მხეიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება. 

ამჯერად იგი დია ჩიანელისა და ავალიანის ქუჩების, ასევე   გუმათის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.

მოქალაქეების ძირითადი დაინტერესების საგანი სოციალური საკითხები, ეკონომიკა და სამედიცინო დაზღვევის პროგრამები იყო.

"ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი. მე, როგორც ექიმი, კარგად ვიცნობ სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებს და გპირდებით, მომავალში ეს სერვისი კიდევ უფრო მოხერხებული იქნება თქვენთვის",-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, მოსახლეობამ დაადასტურა, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ საავადმყოფოების სერვისებით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახადა. ავალიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა კი დადებითად შეაფასეს ბოლო წლებში დასახლების კომუნალური სერვისების: გზების კეთილმოწყობა, წყლისა და გაზის სისტემების რეაბილიტაცია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics