|
2016-09-02 14:00:45, 1415 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რიმა ბერაძის დაჯარიმებას ითხოვს
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურმა სამართალდარღვევათა ოქმი საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეზე გამოიწერა, რომელმაც 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა. როგორც თორდიამ აღნიშნა, რიმა ბერაძე 4 000 ლარით და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი" ასევე 4000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. "რიმა ბერაძის მიერ პედაგოგების უფასო გამოკვლევების შესახებ ჩატარებულ ღონისძიებაზე დადგინდა დარღვევა, რადგანაც ღონისძიება გამოყენებულ იქნა პოლიტიკური პარტიის წევრის სასარგებლოდ და მიგვაჩნია, რომ პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ განხორციელებულია 2000 ლარის შემოწირულობა, რაც ითვალისწინებს როგორც შემოწირულების განხორციელებისთვის, ასევე მიმღებისთვის ორმაგი ოდენობის სანქციას, ჯამში 8 000 ლარს", - განაცხადა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)