16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 10:48:19, 776 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონს 12 განახლებული სკვერი შეემატა

 დიდუბის რაიონში 12 მოსასვენებელ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გამგეობის თანამშრომლებმა  დაზიანებულ სკვერებში აღრიცხეს არსებული დაზიანებები, ამის შემდგომ კი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა.

 სკვერებში მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. ტერიტორიები შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით. სკვერებში აგრეთვე დამონტაჟდა საჩრდილობლები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით,  სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics