22:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 14:01:45, 1965 ნახვა

მსოფლიო
ერაყში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ქარბალაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, თავდასხმაში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული  ხუთი ადამიანი მონაწილეობდა.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთმა თვადამსხმელმა თავი აიფეთქა, დანარჩენი 4 კი სამართალდამცველებმა მოკლეს.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელების სამიზნე ქორწილის მონაწილეები გახდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics