12:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 17:10:41, 700 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა იტალიელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რასაც ადამიანთა მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა, იტალიელ კოლეგას - იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, პიერ კარლო პადოანის სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„შემძრა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით მიღებულმა ინფორმაციამ. განსაკუთრებით იმის გაგებამ, რომ მიწისძვრამ იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე.

სამწუხაროდ, კიდევ ბევრი მათგანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ვიცი, რომ სამაშველო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს. ამ მძიმე წუთებში, თქვენ და იტალიელ ხალხს გისურვებთ გამძლეობასა და სიმტკიცეს," - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის სამძიმრის წერილში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics