|
2016-08-21 14:01:11, 873 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქ. გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით, ემსხვერპლა 50, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას. თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისას და თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)