10:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-21 11:03:10, 841 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი შილდაში დასასვენებელი პარკის გახსნას დაესწრო

სოფელ შილდაში დასასვენებელი პარკის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

სკვერი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრს აკრავს გარს, სრულად განახლდა: ტერიტორია შემოიღობა, ხეები შეიბელა და ბუნებრივი საფარი მოწესრიგდა, დამსვენებლებისთვის ბილიკები გაკეთდა და სკამები დამონტაჟდა, ბავშვებისთვის კი ატრაქციონები მოეწყო, გაკეთდა საჭიდაო არენაც.

საზეიმო ღონისძიებას ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი, ყვარლის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებნი დაესწრნენ. პარკის გახსნის ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics