|
2016-08-20 21:13:47, 810 ნახვა
საზოგადოება
სამართალდამცავებმა სამტრედიაში გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილე დააკავეს
სამტრედიაში, პოლიციის შენობასთან გამართული აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილე, გიორგი სოფრომაძე დააკავეს. მათივე ცნობით, აქცია უკვე დასრულებული ქონდათ, როდესაც სოფრომაძე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის კვლავ სამტრედიის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. სამტრედიაში, პოლიციის განყოფილებასთან გამართულ აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებისთვის საღებავების შესხმა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. აქციის მონაწილეები 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებდნენ და თვითმკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)