20:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 15:08:24, 722 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. 

აღსანიშნვია, კომიტეტს სულ 15 წევრი ჰყავს. კვორუმისთვის 8 დეპუტატია საჭირო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ 5 დეპუტატი მივიდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, ის მომავალ კვირას გამოაცხადებს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ახალ თარიღს. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები საკომიტეტო სხდომაზე გამოტანილი იქნება რეგლამენტით დადგენილ ვადებში. 

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც კომიტეტში ხუთი წევრი ყავს, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics