06:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 12:58:13, 523 ნახვა

პოლიტიკა
ლამბერტო ზანიერი: საქართველოში ეუთოს აღსადგენად გზებს ვეძებთ

„საქართველოში ეუთოს აღსადგენად გზებს ვეძებთ“,-ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზანიერის თქმით, მისი სურვილია ევროპაში დაყოფა და ბარიერები არ არსებობდეს.
„ძალიან მაღელვებს მავთულხლართების გამოჩენის საკითხი. ჩვენი დიდი სურვილია ზოგადად  ევროპაში ბარიერები და დაყოფა აღარ არსებობდეს.  ეს ცივი ომის დროს იყო და აღარ გვინდა ვნახოთ  მოვლენების ამ გზით განვითარება, რომელიც წარსულში დაგვაბრუნებს.  ეს ბარიერები პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას აზარლებს, აფერხებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.   განვიხილავთ როგორ შეგვიძლია მათი დახმარების გაწევა. არსებობს ბევრი  გზა და  უმთავრესია დიალოგი, ასევე  განვიხილვათ როგორ შეიძლება აღვადგინოთ ის, რომ ეუთო უფრო ძლიერად და  თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი  ადგილზე. ამ შემთხვევაში  უკეთ შევძლებთ ერთობლივად პრობლემების  მოგვარებაზე მუშაობას“,-განაცხადა ლამბერტო ზანიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics