19:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 17:44:51, 819 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩემი საკონსტიტუციო ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ უარყოფს, რომ მისი საკონსტიტუციო ინიციატივა კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე წინასაარჩევნო კამპანიაა.

“დიახ, ეს არის პოლიტიკური ინიციატივა. აღარ მაოცებს, უკვე მაოგნებს კომენტარები იმის შესახებ, რომ იცით საარჩევნო კამპანიაა და უსუფაშვილი ამიტომ გამოვიდა ინიციატივითო. რომელი პარტია და პოლიტიკოსი არ არის დღეს საარჩევნო კამპანიაში და ვინ არ გამოდის პოლიტიკური ინიციატივებით. ჩემს ინიციატივაზე კომენტარი ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიური კომენტარი და ჩემი ინიციატივაა მხოლოდ საარჩევნო კამპანიური ინიციატივა?! ამ ინიციატივით მე მინდა, ყველამ ჩვენ ქართველ ხალხს ვუთხრათ, ამ კონკრეტულ საკითხში რა პოზიცია გვაქვს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თუმცა, დავით უსუფაშვივლმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ არჩევნებამდე პარლამენტში საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთებას ვერ მოასწრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics