|
2016-08-17 15:52:36, 797 ნახვა
საზოგადოება
ნატა ფერაძე მერიასთან უვადო შიმშილობას იწყებს
"პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე მერიასთან უვადო შიმშილობას იწყებს. შიმშილობის მიზეზად ქალაქში არსებულ ეკოლოგიური მდგომარეობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პავლოვის 24 ნომერში ჯანსაღი ხეების გაჩეხვას ასახელებს. "მერიასთად დავიწყე უვადო შიმშილობა, მოვითხოვ, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყველა თანამშრომლის გადაყენებისა და მათ პასუხისგებაში მიცემას. ჯერ არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა. ახლაც მერიის კიბეებზე ვართ და მოუწევთ პასუხის გაცემა .-განაცხადა ნატა ფერაძემ "ექსპრესნიუსთან " საუბრისას. მისი თქმით, პავლოვის 24 ნომერში ჯანსაღი ხეები იჭრებოდა და ამის შესახებ მერიაში არც იცოდნენ. "როგორც ყოველთვის, მერია ყველაფერს კონტრაქტორ კომპანიას აბრალებს. ამბობენ არ ვიცოდით კონტრაქტორმა, რომ მოჭრა და დაისჯებაო. უკვე ეს გადაბრალებების პოლიტიკა ჩიხში შევიდა და. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უნდა იყოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული. აუცილებლად უნდა შეიცვალოს რამდენიმე კანონი და გაცილებით მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს ანალოგიურ ქმედებას. "-დასძინა ფერაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)