|
2016-08-16 13:16:15, 1621 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ თბილისში 8 900 კვადრატულის ფართი გადაეცემა
საქართველოს ეკონიმიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ თბილისში 8 900 კვადრატული მეტრის ფართი გადაეცემა. შესაბამისი პროექტი სწორედ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. „დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საწარმოსთან დაკავშირებით გავიტანეთ პროექტები. კერძოდ, ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკე“, რომელსაც გადაეცემა თბილისში 8 900 კვადრატული მეტრი კურსანტების ნომერ 7-ში. აღნიშნული ქონება შეფასებულია 625 000 ლარად და შესაბამისად საინვესტიციო ვალდებულება „აწარმოე საქართველოს“ ფარგელბში აღებული იქნება 3 755 000 ლარის ოდენობით. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ძეხვისა და ანალოგიური ხორც-პროდუქტების სულ მცირე 1 450 ტონის წარმოებას განახორციელებს. თავდაპირველად 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოოდ აღნიშნულ კომპანიაში 190 ადამიანი დასაქმდება. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც „ვაკის“ სოსისების საწარმოდ. ის დაიტბორა 13 ივნისის წყალდიდობისას და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია და ახალი ქონების გადაცემა. პრაქტიკულად 0-დან ხდება აღნიშნული წარმოების აშენება“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)