|
2016-08-13 12:40:07, 1030 ნახვა
საზოგადოება
ლუბა გოლოვინა რიო 2016-ზე საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა
12 აგვისტოს რიო 2016-ზე ბატუტზე ხტომაში, ლუბა გოლოვინამ ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის შეძლო გასვლა და ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა. ქართველმა ოლიმპიელმა ფინალში 51.010 ქულა მოაგროვა, ოლიმპიური ჩემპიონი კი კანადელი როსანა მაკლილანი გახდა 56.465 ქულით. ბატუტზე მხტომელთა ტურნირში სულ 16-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ სტადიაზე 8 საუკეთესოს შორის გოლოვინა 98.285 ქულით შევიდა. ლუბა გოლოვინამ ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგი გოლოვინას 2008 წელს პეკინში ჰქონდა, როდესაც მან ფინალურ ეტაპზე მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ლონდონში 2012 წელს მე-7 იყო. რიო 2016-ზე 12 აგვისტოს დასრულდა ძიუდოისტთა ტურნირი. დასკვნით საშეჯიბრო დღეს, მძიმე წონით კატეგრიაში ადამ ოქრუაშვილმა იჭიდავა და პირველივე შეხვედრაში მომავალ ვერცხლის პრიზიორ იაპონელ ჰარასავა ჰისაიოშისთან 1 გაფრთხილებით დამარცხდა. მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ფრანგი ტედი რინერი გახდა. ქართველ სპორტსმენთაგან 12 აგვისტოს დებიუტი ჰქონდა სიგრძეზე ხტომაში ბაჩანა ხორავას. ხორავამ B ჯგუფში 16 სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა, მისი მაჩვენებელი 7.77 მეტრი გახლდათ, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ნორმატივის შესასრულებლად ხორავას მინიმუმ 8.15 მეტრის დაფიქსირება სჭირდებოდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)