|
2016-08-10 17:21:01, 836 ნახვა
საზოგადოება
ფაგების გამოყენება თევზის დაავადების ბაქტერიებს გაანადგურებს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევისა და ბიოაგროწარმოების სამსახურის წარმომადგენლები ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში აკვაკულტურის განვითარებასა და ბიოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის თევზის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განხილვის მთავარ საკითხს მტკნარი წყლის თევზის კულტურებში ფაგების გამოყენება წარმოადგენდა. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიკრობული ეკოლოგიის ლაბორატორიის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ჯანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტი „ფაგების გამოყენებაზე დაფუძნებული ეკოლოგიურად უსაფრთხო სტრატეგია მტკნარი წყლის თევზის კულტივირებად სახეობებში ბაქტერიული ინფექციების კონტროლისათვის“ გაცნო. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინაში მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მიერაა დაფინანსებული. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველების, ვეტერენირიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტმა, ელდარ კაშიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში კალმახის მასიური სიკვდილიანობა დაფიქსირდა და ფერმერებმა 60-80% თევზი დაკარგეს. აღნიშნული პროექტი კი, სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ფაგების გამოყენებით გაანადგურონ დაავადების ბაქტერიები, რომელიც თევზის სიკვდილიანობის მიზეზი ხდება. უახლოეს მომავალში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევით ცენტრსა და სსიპ სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს აღნიშნული პროექტი წარმატებით და ეფექტურად განხორციელდეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)