15:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 11:21:46, 2504 ნახვა

სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი: ქართველი კურსანტების დაღუპვა უდიდესი ტკივილი და უმძიმესი დანაკარგია

საქართველოს პრეზიდენტი ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის გარდაცვალების შესახებ. ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები.ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს",-ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.  ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.  რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics