06:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 11:09:57, 881 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანს თავდაცვის სამინისტროს განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობა წარმოადგენდა. ლევან იზორიამ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც კონცეპტუალურ დოკუმენტში იქნება ასახული.

სამუშაოს ჯგუფს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი უნდა გახდეს.

სტრატეგია სრულად ასახავს სტრატეგიულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული თანამშრომლობის მიმართულებებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics