17:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 18:54:04, 825 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 8 წლისთავს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 8 წლისთავს ეხმაურება.

„საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მე-8  წლისთავზე,  მივესალმებით, მათ, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, და ვიმეორებთ სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის სიტყვებს,  ნათქვამს 2016 წლის ივლისში მისი საქართველოში ვიზიტით ყოფნისას: ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედაგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილებისოკუპაცია და მილიტარიზაცია. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის,რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად  განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics