|
2016-08-05 12:31:16, 1156 ნახვა
ეკონომიკა
დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებიან
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ ბიზბესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სექტორს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ხვდებიან. ორდღიანი ფორუმი 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას. საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინიციატორი, გახსნილია მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან მსჯელობებისთვის და განიხილავს სხვადასხვა მოდელებს ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან და ა.შ. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე. ცნობისთვის, დანი როდრიკი არის ჰარვარდის ჯონ კენედის სკოლის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი. მისი კვლევები მოიცავს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს. ამჟამად მისი ნაშრომები ფოკუსირებულია განვითარებადი ქვეყნების ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემების ანალიზზე. სოციალური მეცნიერებების კვლევის საბჭოს მიერ დაჯილდოვებულია ალბერტ ო. ჰირშმანის პრიზით, აგრეთვე, ლეონტიეფის პრიზით - გამოჩენილი ეკონომიკური მოსაზრებებისთვის. ჩარლზ სეიბლი სამართლისა და სოციალური მეცნიერების პროფესორია კოლუმბიის სამართლის სკოლაში. 2014-2015 წლებში იგი იყო ფლორენს როგატზის მოწვეული პროფესორი იელის სამართლის სკოლაში. წარსულში ის ფორდის საერთაშორისო სოციალური მეცნიერების პროფესორად მოღვაწეობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტში. დაცული აქვს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორისა და სოციალური კვლევების ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)