|
2016-08-05 11:14:58, 792 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ბორჯომში იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, 4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქ ბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზე დააზიანა ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტიქიით დაზიანებულ უბნებზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. წაღვერის, ბაკურიანის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სამუსაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)