|
2016-08-04 23:34:08, 746 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი პაპუაშვილი 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოკითხვა დასრულებულია. გიორგი პაპუაშვილი გამომძიებლების კითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამომძიებელმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა. გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. "პასუხების შინაარსს ვერ გეტყვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოკითხვა შეეხებოდა იმ განცხადებას, რომელიც ბატონმა გიორგიმ 21 ივლისს გააკეთა. მისი გამოკითხვა პირველად განხორციელდა ამ საკითხზე, უკვე გამოკითხულია ყველა მოსამართლე. დეტალებს საზოგადოება გაიგებს ოფიციალური განცხადების შემდეგ", - განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა. განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, გამოძიება კი განცხადების გაკეთებიდან მესამე დღეს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)