|
2016-08-03 13:14:35, 924 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას
„გუშინ უწყებამ გადაუგზავნა მასალები პროკურატურას და დაწყებულია გამოძიება“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრისტან წითელაშვილს საიდუმლო ინფორმაციებთან ჰქონდა წვდომა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. „გუშინ უწყებამ გადაუგზავნა მასალები პროკურატურას. დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება კითხვას ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა გუშინ. ბუნებრივია, მეც ვიყავი ამ თემით დაინტერესებული. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, შესაბამისად, ტარდება გამოძიება. ეს თუ სხვა ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს, დადგინდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)