|
2016-08-03 13:05:22, 972 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში გიორგი პაპუაშვილის შესაძლო მოხვედრას გამოვრიცხავ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გავრცელებულ ინფორმაციას წინასაარჩევნოდ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით არ ადასტურებს. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსება ბოლომდე უნდა დაიცვას. „გიორგი პაპუაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამიგია და მსგავსი ფაქტი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი, რომელიც დღეს იცავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუსს და ამხელა შემოტევებს უძლებს, არ მგონია, ამწუთას ფიქრობდეს, რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში მოხვედრას. მე ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კუთხით გამოვრიცხავ. მას ძალიან სერიოზული ამოცანა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პაპუაშვილი ამ პოსტიდან მიდის, მან ბოლომდე უნდა დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსება. მან არ უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლებამ ამ ინსტიტუტის უზურპირება და დასუსტება მოახდინოს“, - აცხადებს წერეთელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)