|
2016-08-02 14:07:39, 738 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: სკანდალური განცხადებების გაკეთება „რესპუბლიკელების“ სტიქიაა
ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება არც პრაქტიკულ და არც თეორიულ პარამეტრში არ ჯდება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი თინა ხიდაშელმა განცხადებას, რომლის თანახმადაც, „პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს“. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სკანდალური განცხადებების გაკეთება „რესპუბლიკელების“ სტიქიაა. „თინა ხიდაშელის განცხადებას ახსნას ვერ ვუძებნი. არ ვფიქრობ, რომ ხიდაშელის განცხადებაზე სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა გაერთიანების დროა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება არც პრაქტიკულ და არც თეორიულ პარამეტრში არ ჯდება. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრისგან ასეთი განცხადება ახალი არაა. მათ სურთ, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ. ჩემთვის ხიდაშელი მიერ მინისტრის პოსტის დატოვებიდან ერთი დღის მერე ასეთი განცხადების გაკეთა მოულოდნელი არ ყოფილა. „რესპუბლიკელების“ სტიქიაა სკანდალური განცხადებების გაკეთება. მათ სურთ, უბრალოდ, მედიის ყურადღება მიიქციონ“, - აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ „მაესტროსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)