|
2016-08-02 09:40:07, 680 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: შეთანხმება, რომელსაც კვირიკაშვილთან ორპარტიული სტრატეგიული მივაღწიეთ მიინგრ-მოინგრა
„სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მიღებული შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ორ დღეში დასრულდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობა ქვეყნის, საქმის და საგარეო ურთიერთობების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. „ის შეთანხმება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბატონ კვირიკაშვილთან ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან ორ დღეშივე მიინგრ-მოინგრა. სტრატეგიული პარტნიორობა მალევე დასრულდა. ჩვენ გვითხრეს, რომ მას სურდა ამ ტიპის პარტნიორობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პარტიამ სხვა პრიორიტეტი მოძებნა და განსაზღვრა. სტრატეგიული პარტნიორობა მალევე დასრულდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე ვიღებთ მონაწილეობას. მაგრამ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობა ქვეყნის, საქმის ხარჯზე, საგარეო ურთიერთობების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ერთად შევპირდით ქვეყნის ეფექტურ და სწორ მართვას”, -აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)