|
2016-08-01 18:58:32, 646 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და ვითარების სწრაფად დარეგულირების იმედი გამოთქვა. მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზარდი დინამიკის ფონზე, სომხეთთან სხვადასხვა მიმართულებებში ურთიერთობის გაღრმავების სურვლი გამოითქვა. მხარეებმა რეგიონში არსებული ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. შეხვედრისას, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)