09:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 18:16:24, 773 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: ვამაყობ, რომ სამშობლოსთვის თავდადებულ სამხედროებთან მომიწევს მუშაობა

„მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მუშაობა მომიწევს სამშობლოსთვის თავდადებულ სამხედროებთან“, - ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც იზორიამ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, უწყება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გააგრძელებს.

„პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ინტეგრაციის გზაზე, თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ იყავით ბატონო პრემიერო, მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყებისა და ქვეყნის ინტეგრაციას, ხელი მოეწერა“,-განაცხადა იზორიამ.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და დასძინა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შეასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics