|
2016-08-01 17:51:00, 665 ნახვა
პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება
„ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა კონფლიქტების მდგრადი მოგვარების და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა'', - ამის შესახებ შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარდგენის შემდეგ განაცხადა. ციხელაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება. „ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არა ხმამაღალ რიტორიკაზე, არამედ საქმეზეა მიმართული. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ შევძელით ბოლო 4 წლის განმავლობაში შეგვენერჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში. მყარი არ აღიარების პოლიტიკა ნულოვანი ნიშნულიდან დაგვეძრა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთის მხრივ რუსეთთან დეოკუპაციის პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობაზე და შერიგებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ცხადია, ეს არის ერთიანი საქართველო. ეს პირველ რიგში გულისხმობს ჩვენი ხალხის გაერთიანებას'', - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)