|
2016-08-01 17:36:26, 610 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: იზორია წინა მინისტრზე გაცილებით უკეთესია, შემიძლია უფრო მშვიდად ვიყო
დეპუტატ თამაზ მეჭიაურის შეფასებით, ლევან იზორია გაცილებით უკეთესი თავდაცვის მინისტრი ვიდრე მისი წინამორბედი. როგორც მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იზორია გაუწონასწორებელ ნაბიჯს არ გადადგამს. „ლევან იზორია ნორმალური პიროვნებაა, გაცილებით უკეთესი ვიდრე წინა მინისტრი. შემიძლია უფრო მშვიდად ვიყო. ის გაუწონასწორებელ ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა მეჭიაურმა. მეჭიაური ასევე დადებითად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ქეთევან ციხელაშვილის წარდგენას. „ქეთევან ციხელაშვილს დადებით პიროვნებად ვიცნობ“, - აღნიშნა მეჭიაურმა. ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)