|
2016-08-01 17:19:56, 667 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ლევან იზორია არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა ენდოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, იზორია საკმაოდ წარმატებული მინისტრი იქნება. „ლევან იზორიაზე დადებითის გარდა ვერაფერს ვიტყვი. ლევანი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. იზორია საკმაოდ თავდაჯერებული და პატრიოტი ადამიანია. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა ენდობოდეს ამ მნიშვნელოვან დარგს აბარებდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იზორია წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)