|
2016-07-31 16:18:48, 733 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს მიმართა
მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლებთან ერთად, საქართველოში იმყოფება, - თბილისი ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს მსგავსი მაღალი დონის შეჯიბრს, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს. „ოლიმპიადები, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს მეგობრობასა და თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის. სწორედ ამ დროს მყარდება მჭიდრო კონტაქტები პოტენციურ ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს შორის და ხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. თქვენთვის ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელია მომენტი უნდა იყოს - თქვენ ხომ დღეს ეჯიბრებით თქვენს თანატოლებს მთელი მსოფლიოდან. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს შორის, ქიმიით დაინტერესების ასეთ მაღალ დონეს ვხედავ", - მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველო ცოტა ხნის წინ ჩაერთო და პირველად, ოთხკაციანი გუნდით, 2014 წელს, ვიეტნამში, ჰანოეს 46-ე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. „ჩვენი პრიორიტეტებია - სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლის, კვლევების, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რადგან ეს ყველაფერი მომავლის მოქალაქეების, მომავლის მეცნიერებისა და გამომგონებლების აღზრდას უწყობს ხელს. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადალახავს თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ენერგომატარებლებთან, მედიცინასთან, სოფლის მეურნეობასთან, საკვების უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან. ქიმიას ხომ უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გლობალურ ეკონომიკაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა ახალგაზრდებს წარმატებები და ბევრი სამეცნიერო აღმოჩენა უსურვა და იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიადა მათზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. „დარწმუნებული ვარ, მოგონებები ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. თბილისში გატარებული დღეების შედეგად კი, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს და კიდევ უფრო გაიღრმავებთ მეცნიერების დაუფლების სურვილსა და სიყვარულს", - მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)