|
2016-07-30 13:06:19, 798 ნახვა
პოლიტიკა
პანკისში მცხოვრები: ვფიქრობ, მუქარის შემცველი პოსტი ბოროტი ხუმრობა იყო
ვფიქრობ, მუქარის შემცველი პოსტი ბოროტი ხუმრობა იყო, - ამის შესახებ პანკისში მცხოვრებმა სულხან ბორძიკაშვილმა „ექსპრესნიუსს“ მუქარის შემცველ პოსტთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დუისელმა ახალგაზრდამ გაავრცელა. ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდამ ვერ გაიაზრა, რა მოჰყვებოდა მის ქმედებას. „გუშინ შუადღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუისში დააკავეს მუქარის შემცველი პოსტის გამავრცელებელი ადამიანი. დაკავებულის პოსტი მეც ვნახე, სადაც ეწერა, რომ თბილისში აფეთქება მოხდებოდა. დაკავებულის სახელი და გვარი არ ვიცი, მგონი, ვახტანგი ქვია. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. ერთადერთი ის არის, რომ ჩემი აზრით, ეს ბოროტი ხუმრობა იყო. მან ვერ გაიაზრა ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. რეალურად, მისგან თბილისს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ბორძიკაშვილი. ცნობისთვის, თბილისში აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, დუისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ახალგაზრდამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)