|
2015-03-06 15:02:06, 550 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა სომეხმა კოლეგა ოვანეს მანუკიანმა მოაწერეს ხელი. „ოვანეს მანუკიანი საქაღთველოში დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის ელჩი იყო. დღეს კი გვაქვს პატივი, რომ ორმა იუსტიციის სამინისტრომ 2001 წლის შემდეგ პირველად განაახლოს თანამშრომლობა და ხელი მოაწეროს თანამშრომლობის მნიშვნელოვან დოკუმენტს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიურთიერთოთ მომავალში, გავუზიაროთ ერთმანეთს ის გამოცდილება, რაც სამართლებრივ სფეროში გვაქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მხარეები იუსტიციის სფეროში არსებულ საკითხებზე ითანამშრომლებენ, კერძოდ, ერთობლივად იმუშავებენ ნოტარიატთან, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, სამოქალაქო აქტებისა და იურიდიული პირების რეგისტრაციასთან, ასევე, სამართლის სფეროში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, სომხური და ქართული მხარე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ. „სავარაუდოდ, ჩვენს კოლეგებს დააინტერესებთ ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ამჟამად საარჩევნო სიის დახვეწის სეფროში ვატარებთ. ჩვენი მხრიდან გვექნება არაერთი სომხური გამოცდილება გასაზიარებელი. ეს არის ადვოკატთა ასოციაციის რეფორმა სომხეთში და რეფორმა საკანონმდებლო მაცნეში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია“, – აღნიშნა წულუკიანმა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის. ამასთან, სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერამდე მინისტრებმა შეხვედრაც გამართეს, სადაც გადაწყდა, რომ ერევანში საქართველო - სომხეთის სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომეხი კოლეგა OGP-ს (ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი) რეგიონულ სამიტზეც მოიწვია, რომელიც თბილისში ივნისში ჩატარდება. სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი ბოლოს 15 წლის წინ მოეწერა. დღეიდან კი ქვეყნების უწყებებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)