|
2016-07-29 15:39:36, 1160 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ ნიკორწმინდაში ახალი სასტუმრო აშენდება
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „ჯეოტექინვესტი“ შეძლებს ახალი სასტუმროს მშენებლობასა და კეთილმოწყობას. უწყების ცნობით, შპს „ჯეოტექინვესტი“, ახალი პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 703 500 ლარს შეადგენს. სასტუმრო კი, რომლის გახსნაც 2017 წლის მაისის თვეში იგეგმება, 15 ადამიანს დაასაქმებს. ახალი სასტუმრო „შაორი“, სოფელ ნიკორწმინდაში, ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე განთავსდება და მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. რაც ზოგადად, ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება. მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 7 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით შექმნის 197 ოთახს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და დაასაქმებს 179-ზე მეტ ადამიანს. 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)