06:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 12:05:20, 755 ნახვა

პოლიტიკა
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არასოდეს მისცემდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა - 21% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 21%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 19% „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდა არასდროს ხმას.

გამოკითხულთა 15%-ისთვის ასეთი პარტია არ არსებობს.  4-4%  „ლეიბორისტულ პარტიას“ და „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ აქვთ, ხოლო 2-2% აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ და „რესპუბლიკურ პარტიას“.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics