22:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 10:22:44, 717 ნახვა

საზოგადოება
ხეჩიკაშვილი: 2017 წელს ახალგაზრდულ რაგბში და ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ

„2017 წელს ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს ახალგაზრდულ რაგბში  და ხელბურთში,  ასევე ევროპის ჩემპიონატს 19 წალმდე ფეხბურთში, შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება გვაქვს“,-ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რომელიც ხელს  შეუწყობს რეგიონში  სპორტის განვითარებას.

ამასთან, ხეჩიკაშვილმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ  4 წლის მანძილზე სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის თუ ღონისძიებების მიმართულებით სახელმწიფომ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა.

„ მნიშვნელოვანია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება, ერთის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე რეგიონებში სპორტის განვითარებას და საქართველოში, სპორტული ტურიზმის განვითრებას, რადგან ძალიან დიდია ინტერესი საქართველოში ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ ერთობლივი სპორტული ღონისძიებები ჩატარდეს. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის, თუ ღონისძიების მნიმართულებით არის სახელმწიფოს მხრიდან არის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯული. ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა ქართული სპორტის განვითარებისთვის, და ამას რა თქმა უნდა შესაბამისი შედგიც აქვს და საქართველო ფაქტობრივად რეგიონალური ცენტრი გახდა სპორტის თვალსაზრისით“,-განაცხადა ხეჩიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics