|
2016-07-27 16:15:59, 683 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: კალაძეს კორცხელის თემასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება
პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კახა კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, “კალაძეს ამ კონკრეტულ თემასთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არა აქვს და არც მომავალში ექნება“. “კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა პრეზიდენტს საკუთარი თავი, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის საეჭვო დაპირისპირებაში მონაწილე პირების პოლიტიკური ლიდერის გვერდით გამოჩენა, პარლამენტარმა განმარტა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “აუცილებლად რაღაც დავალებითი კავშირი არსებობს“. “ისინი მართლაც აქტივისტები არიან. ხშირ შემთხვევაში იყვნენ გარკვეულ აქციებზე და სწორედაც მათი ამოცანა და მოვალეობაა ის, რომ რეალურად იყოს სიმშვიდე და არ იყოს დაპირისპირება, თუმცა ვფიქრობ, რომ დაპირისპირების პროვოცირება წარმატებული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)