|
2016-07-26 21:24:48, 754 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „აფსნიპრესის“ იუწყება. მათი ინფორმაციით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე მიქვაბიამ განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. „თქვენთან ერთად დიდი საქმე დავიწყეთ, თანაც არახელსაყრელ პირობებში, რომლებიც გამოწვეულია საზოგადოების დაყოფითა და სოციალური დაძაბულობით. ყველა ზომა, რომელიც მთავრობა იღებდა, სხვა პირობებში უფრო შესამჩნევი იქნებოდა. საუბარია როგორც ხელფასების მატებაზე, ისე პენსიის ოდენობის მომატებაზე. არ მგონია, რომ სხვა რომელიმე მთავრობას შესძლებოდა უკეთესად გამკლავებოდა იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ჩევნ მოგვიწია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და ეკონომიკაში. ეს აღქმული უნდა იყოს როგორც პოზიტივი“, - განაცხადა მიქვაბიამ. მისივე თქმით, ბრალდებები, რომელიც დეპუტატ ალმას ჯაპუას მიერ მისი მისამართით გაისმა, პროკურატურამ სრულიად უარყო, რასთან დაკაშირებითაც სრული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ცნობისთვის, არტურ მიქვაბია თანამდებობას 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)