|
2016-07-26 19:51:47, 772 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს ჭორაობისგან თავი შეიკავოს
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ჭორაობისგან თავი შეიკავოს. როგორც კალაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსები ამორალურ და ზნეობადაკარგულ განცხადებებს აკეთებენ. „მე მესმის, დღეს რთულია საუბარი ზნეობაზე, მორალზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამისგან თავის დაღწევა. ორი დღეა, ვისმენთ პრეზიდენტის არადეკვატურ განცხადებებს, აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს, რაზეც დგას ჩვენი სამშობლო. აშკარად ჩანს, რომ ის არის დაბნეული იმ რეაქციების გამო, რაც საზოგადოებაში მოყვა მის განცხადებებს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს ჩემთან. მარგველაშვილი ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის არც „ნაცონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ მისი განცხადებები არის "ნაციონალების" ციტირება და არ მახსოვს გაეკეთებინოს განცხადება კარალეთში მომხდარ ინციდენტთან და იმ ზონდერებთან დაკავშირებით, რომლებიც საშინელ დღეში აგდებდნენ ადამიანებს წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ. ვიცე პრემიერმა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი სცეს. „ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, მერე რა, რომ გარკვეული ადამიანების ხათირთ იქნა არჩეული. მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)